20 მაისიდან თურქეთმა ზოგიერთი ქვეყნიდან დაიწყო პაციენტების მიღება სამკურნალოდ.
ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
პაციენტების მიღება მოხდება შემდეგ დარგებში: ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, გულისა და სისხლძარღვების ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ქიმიოთერაპია, რადიაციული ონკოლოგია, ნეიროქირურგია და ასევე ორგანოებისა და ძვლის ტვინის გადანერგვა.
როგორც თურქეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ერთ პაციენტთან ერთად ქვეყანაში დაიშვება მხოლოდ ორი თანმხლები პირი. პაციენტებს თურქეთში შესვლა შეუძლიათ სტამბოლისა და ანკარის ესენბოღას აეროპორტებიდან და ასევე, ქაფიქულესა და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტებიდან.
პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, შესაბამისი საფასურის გადახდით, აეროპორტებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ჩაუტარდებათ COVID-19 PCR კვლევა ან აიღება ნიმუში PCR-სთვის.
მაშ ასე, ზომები, რომელიც მიღებულ იქნება საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში ქვეყანაში შემოსულ პაციენტებთან და მათ თანხმხლებ პირებთან დაკავშირებით ასეთია:
1. გამომგზავრებამდე:
თუკი თავიანთ ქვეყანაში ამის გაკეთება შესაძლებელია, პაციენტმა და მისმა თანმხლებმა პირმა თურქეთში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში უნდა გაიკეთოს COVID-19 PCR ტესტი და აიღოს უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა
2. მგზავრობისას:
1) ზომები, რომელიც მიიღება საჰაერო გზით ჩამომსვლელი პირების მიმართ
ა) თვითმფრინავში ჩასხდომის უფლება არ მიეცემათ პირებს, რომლებსაც ჩასხდომის დროს გამოუვლინდებათ COVID-19 კლინიკური ნიშნები (ხველება, სიცხე და ა.შ.)
ბ) თუკი თავიანთ ქვეყანაში ამის გაკეთება შესაძლებელია, მგზავრებმა თან უნდა იქონიონ თურქეთში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული COVID-19 PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა
გ) თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ყველა მგზავრს მთელი მგზავრობის მანძილზე ეკეთოს ნიღაბი. ასევე მგზავრებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ შეიცვალონ ნიღბები მათი დანამიანებისას. ყველა შემთხვევაში, სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს ნიღბის შეცვლა, ახალი ნიღბის გაკეთებისას კი ხელების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.
დ) თვითმფრინავში სამ-სამ სავარძლიანი რიგების არსებობის შემთხვევაში შუა სავარძლის გამოტოვება მოხდება და მგზავრები გადანაწილდებიან ერთმანეთის უკან ორ-ორი. ხოლო თუკი თვითმფრინავში არის ორ-ორ სავარძლიანი რიგები, მხოლოდ ერთ სავარძელზე განთავსდება მგზავრი, ხოლო უკანა რიგის მგზავრის განთავსება მოხდება ჭადრაკულად.
ე) თვითმფრინავის ბოლო ორი რიგი უნდა დარჩეს ცარიელი იმ მგზავრებისათვის, რომლებიც ვერ იკეთებენ ნიღბებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან ვისაც მგზავრობის დროს აღმოაჩნდება დაავადების ნიშნები.
ვ) უკანა სავარძელზე განთავსებულ უნიღბო მგზავრებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრი
ზ) ეკიპაჟის წევრებს უნდა ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები, რომელთა შეცვლაც უნდა მოხდეს ყოველ სამ საათში ერთხელ ან დანამიანების შემთხვევაში. ახალი ნიღბის გაკეთებისას კი ხელების დამუშავება უნდა მოხდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
თ) რეკომენდირებულია, რომ არ მოხდეს საკვებითა და სასმელით გამასპინძლება, თუკი მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათზე ნაკლებია.
ი) ოთხ საათზე მეტი დროით მგზავრობისას, საკვებისა და სასმელის მიწოდება უნდა მოხდეს ისეთი ფორმით, რომ ერთ მეტრზე ახლოს მსხდომმა მგზავრებმა ერთდროულად არ მოიხსნან ნიღბები.
კ) თვითმფრინავში თითოეულ მგზავრისათვის უნდა იყოს კომპლექტი, რომელშიც იდება სულ მცირე სამი სამედიცინო ნიღაბი და ხელის ანტისეპტიკური ხსნარი. ასევე თვითმფრინავის ტუალეტებშიც უნდა იდოს ხელის ანტისეპტიკური ხსნარი.
ლ) მთელი მგზავრობის განმავლობაში ეკიპაჟის წევრებმა უნდა დააკვირდნენ მგზავრებს, ხომ არ აღმოაჩნდება რომელიმეს დააავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (სიცხე და ხველება). ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ჩატარდეს შემდეგი პროცედურა:
1. პილოტმა აღნიშნულის შესახებ სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სადისპეჩერო კოშკს, რომელიც თავის მხრივ, აცნობებს აეროპორტის სამედიცინო კონტროლის ცენტრსა/აეროპორტის ოპერატიულ ცენტრს
2. ყველა მგზავრს უნდა შეავსებინონ მგზავრის საინფორმაციო ბარათი
3. უნდა მოხდეს ორი წინა სავარძელის, ორი უკანა სავარძელისა და ორი გვერდითა სავარძელის მგზავრის ინფორმაციის აღება
4. სამედიცინო კონტროლის ცენტრი შეაფასებს თვითმფრინავზე არსებულ შემთხვევას და ინფორმაციას გადასცემს რაიონის სამედიცინო დირექტორატსა და 112-მართვისა და კონტროლის ცენტრს
5. განხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც რეკომენდირებულია ეროვნული/საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კომპეტენტური უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ
2) ზომები, რომელიც მიღებულ იქნება საავტომობილო გზით ჩამომსვლელი პირების მიმართ
ა) ავტობუსში ჩასხდომის უფლება არ მიეცემათ პირებს, რომლებსაც ჩასხდომის დროს გამოუვლინდებათ COVID-19 კლინიკური ნიშნები (ხველება, სიცხე და ა.შ.)
ბ) თუკი თავიანთ ქვეყანაში ამის გაკეთება შესაძლებელია, თან უნდა იქონიონ თურქეთში გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული COVID-19 PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა
გ) მგზავრობის დაწყებიდან მთელი გზის განმავლობაში უნდა გაკეთდეს საინფორმაციო ანონსი COVID-19-ის წინააღმდეგ განსახორციელებელ ზომებთან დაკავშირებით.
დ) თითოეული მგზავრისათვის უნდა იყოს კომპლექტი, რომელშიც იდება სულ მცირე სამი სამედიცინო ნიღაბი და ხელის ანტისეპტიკური ხსნარი.
ე) უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მგზავრობისას ყველა მგზავრს ეკეთოს ნიღაბი. ასევე მგზავრებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ შეიცვალონ ნიღბები მათი დანამიანების დროს. ყველა შემთხვევაში, სამ საათში ერთხელ უნდა მოხდეს ნიღბის შეცვლა. ახალი ნიღბის გაკეთებისას კი ხელები უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით.
ვ) უკანა სავარძლებზე უნდა განთავსდნენ მგზავრები, რომლებიც ვერ იკეთებენ ნიღბებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ასეთ მგზავრებს შორის მანძილი უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრი.
ზ) ავტობუსით მგზავრობის წესების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებაში შესაძლებელია დაიშვას მხოლოდ იმ მგზავრთა რაოდენობის ნახევარი, რამდენი სავარძელიც არის. მგზავრის გვერდითა სავარძელი უნდა იყოს თავისუფალი, ხოლო უკანა მგზავრი უნდა იჯდეს ჭადრაკულად.
თ)შესვენების ადგილებში უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია და აუცილებელია ნიღბების გაკეთება
ი) მგზავრების გამასპინძლება მოხდება მხოლოდ წყლით. მგზავრებმა, ვისაც წამოღებული ექნებათ საჭმელი, არ უნდა მიირთვან ერთდროულად.
კ) მძღოლებსა და დამხმარეებს უნდა ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანების გაკეთება არ არის სავალდებულო
ლ) ავტომობილის მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 5 ადგილიან სატრანსპორტო საშუალებაში შესაძლებელია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 კაცის განთავსება. მუდმივად უნდა ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები.
3) საბაჟო შემოწმებისას:
1) უნდა წარმოადგინონ ქვეყანაში შემოსვლამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული COVID-19 PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა და ასევე მოსაწვევი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ქვეყანაში შედიან საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის ფარგლებში
2) თურქეთში შესვლისას ნეირტალურ ზონაში უნდა გაკეთდეს COVID-19 PCR ტესტი ან უნდა აიღონ PCR ნიმუში.
3) უნდა შემოწმდეს პაციენტსა და მის თანმხლებ პირს აქვს თუ არა სიცხე ან COVID-19-ის რაიმე სახით გამოვლენა ( სიცხე და ხველება)
4) საბაჟო შემოწმებისას მგზავრებს უნდა ეკეთოთ სამედიცინო ნიღბები
5) საავტომობილო გზით საზღვარზე მოსული ა/მანქანები ქვეყანაში არ დაიშვება
6)თუკი ჩატარებული PCR კვლევის ტესტის პასუხი იქნება დადებითი, თვითმფრინავის/ან ავტობუსის სხვა მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიმართ განხორციელდება COVID-19 შეზღუდვების მიხედვით კონტაქტის ალგორითმის შესაბამისად გათვალიწინებული ზომები.
4) ზომები, რომლებიც მიღებულ იქნება საავადმყოფოებში ტრანსფერის დროს
1) საჰაერო ან საავტომობილო გზით შემოსულ პაციენტთა ტრანსფერი უნდა განხორციელდეს პაციენტის მიმღები საავადმყოფოს ან USHAŞ (საერთაშორისო სამედიცინო სერვისის) მიერ
2) ავტომობილს, რომელიც ახორციელებს ტრანსფერს უნდა ჰქონდეს გამართული კონდენციონერის სისტება და ავტომობილის ყველა საქარე მინა უნდა იყოს აწეული
ა) ტრანფერის განმახორციელებელ ა/მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს მგზავრობის სამედიცინო უსაფრთხოების ნორმებს
ბ)სატრანსფერო ა/მანქანაში უნდა აღირიცხოს მგზავრები
გ) მძღოლმა, სანამ მგზავრებს აიყვანს, უნდა გაიკეთოს სამედიცინო ნიღაბი
დ) ა/მანქანის მძღოლმა არ უნდა მიატოვოს სატრანსპორტო საშუელება არანაირი მიზეზით, მგზავრების მიყვანის შემდეგ, უნდა მოხდეს ა/მანქანის დასუფთავება COVID-19 შეზღუდვების შესაბამისად.
ე) მძღოლმა უნდა განსაზღვროს თუ როგორ უნდა გაიხადოს დამცავი ეკიპირება და უზრუნველყოს სამედიცინო ნარჩენების გადაყრა,
ვ)სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მგზავრებთან სარისკო კონტაქტის გათვალისწინებით, მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ინფექციის შესახებ და მიეცეს რეკომენდაცია მიაქციოს ყურადღება დაავადების ნიშნებს
3, საავადმყოფოებმა, სადაც მოხდება პაციენტების მკურნალობა ან USHAŞ-მა უნდა უზრუნველყონ პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების (სხვაგან დაბინავების გარეშე) გადაყვანა პირდაპირ საავადმყოფოებში.