“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასის ფოტოებს ავრცელებს. გაერთიანების ინფორმაციით, ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დაკვეთით შპს “ანაგიმ“ განახორციელა.