ყირგიზეთს საკმარისი პილოტები არ ჰყავს, რომლებსაც უცხოური საავიაციო კონცერნების თვითმფრინავების (Airbus, Boeing და McDonnell Douglas) ფრენის ნებართვა აქვთ – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქვეყნის მთავრობაში აკეთებენ.
ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ საჯარო განხილვაზე წარადგინა დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ყირგიზეთის ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდებით ფრენის უფლება ექნებათ.
ყირგიზეთის ხელისუფლება უცხოელი პილოტების დაქირავებას და მათ კომერციული საჰაერო ტრანსპორტირებისა და სხვა საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლების მიცემას სთავაზობს.