ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტურისტული გადასახადი (საწოლის გადასახადი)გააუქმოს, რომლის აკრეფაც 2023 წელს დაიწყო.

ეს “ქმნის გარკვეულ დისკომფორტს როგორც შიდა ბიზნესისთვის, ასევე უცხოელებისთვის”, – აცხადებენ ხელისუფლება.
„მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, bed tax-ის შემოღებიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით 500 მილიონი ტენგეა შეგროვებული, გადაწყდა, რომ bed tax-ის მოქმედება შეჩერდეს. არსებულ ბრძანებაში ცვლილებები ძალიან მოკლე დროში განხორციელდება“, – განაცხადა ქვეყნის ტურიზმისა და სპორტის ვიცე მინისტრმა იერჟან ერკინბაევმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს შეჩერდება გადასახადი.