აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი A ფუნქციონირებას 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყებს.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ცნობით, პირველი საზეიმო ფრენა ტერმინალიდან Etihad Airways-ის მიერ 31 ოქტომბერს განხორციელდება.
ავიაკომპანიები აქ ოპერაციებს ორი კვირის განმავლობაში სამ ეტაპად განახორციელებენ.  14 ნოემბრიდან A ტერმინალიდან ფრენებს 28 ავიაკომპანია შეასრულებს.
ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ახალი ტერმინალი წელიწადში 45 მილიონამდე მგზავრს მიიღებს.
ტერმინალში 35000 კვ/მ სავაჭრო ფართებს ეთმობა, რომელიც სავარაუდოდ 163 საცალო მაღაზიას და ასევე კაფე-რესტორნებს დაეთმობა. მოგზაურებს შეუძლიათ ისარგებლონ ორი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, 138 ნომრიანი სასტუმროთი და ღია ლაუნჯის ზონით.
ცნობილია, რომ ტერმინალი A მსოფლიოში პირველი იქნება, რომელიც აეროპორტში ცხრავე ბიომეტრიულ წვდომის წერტილს შემოიტანს. პირველ ეტაპზე ბიომეტრიული გადაწყვეტილებები გამოყენებული იქნება ბარგის შემოწმების, პასპორტ კონტროლისა და ჩასხდომის დროს.
ტერმინალში დაინერგება სახის ამოცნობის ტექნოლოგია მგზავრების შესამოწმებლად და ლოდინის დროის შესამცირებლად. ბარგის დამუშავების სისტემა საათში 19200-მდე ჩანთას გაატარებს. ასევე განთავსდება 65 სტენდი, რომელიც დააკავშირებს თვითმფრინავებს გასასვლელთან.
ახალ შენობაში განთავსდება Sanaa Al Noor, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიდა საჯარო ხელოვნების ინსტალაცია ახლო აღმოსავლეთში.
ახალი ტერმინალი A შეამცირებს წყლის მოხმარებას 45%-ით, ხოლო 7,500-ზე მეტი მზის პანელი ხელს შეუწყობს 3 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რაც ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას წელიწადში 5,300 ტონით.
იმავდროულად, სახმელეთო კონტროლის მოწინავე სისტემა საშუალებას მისცემს თვითმფრინავს სწრაფად და უსაფრთხოდ დაჯდეს ცუდი ხილვადობის პირობებში.