მთავარი ავიაკომპანიები ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

80

ყაზახეთში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით უწყება. კატასტროფის ადგილზე მაშველები იმყოფებიან და გადარჩენილები თვითმფრინავიდან გამოჰყავთ.

ავიაკომპანია „ბეკ ეარის“ თვითმფრინავმა, რომლიც რეისს ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ ასრულებდა, ალმათის აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. როგორც ცნობილია, ბორტზე სულ 100 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ხუთი წევრი და 95 მგზავრი.

ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს. ყაზახეთის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, თვითმფრინავების ტიპი, რომელმაც კატასტროფა განიცადა, ფუნქციონირებას დროებით შეწყვეტს.

წყარო: 1tv.ge