ავიაკომპანიებმა Tunisair-მა, Vueling-მა, Ernest Airlines-მა, Bulgaria Air-მა და Blue Air -მა 2019 წლის განმავლობაში რეისების დაგვიანების ან ფრენების გადადების გამო, დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, კომპენსაციის გაცემაზე თითქმის ყველა შემთხვევაზე (99,9%) უარი თქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია AirHelp-ი ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის უმსხვილეს “ლოუკოსტერ” Ryanair-ის შემთხვევაში 98,4%-ს აღწევს, შემდეგ მოდიან Avianca – 97,1%, airBaltic – 94,6%, easyJet – 87,3%. “ლიდერთა” TOP-10-ს კი Aeroflot-ი ასრულებს, რომლის მაჩვენებელიც 86,2%-ია.

ევროპის ასევე უმსხვილესი “ლოუკოსტერის” Wizz Air-ის შემთხვევაში, დასაბუთებულ არგუმენტზე და შესაბამისად კომპენსაციის გადახდაზე ავიაკომპანიამ უარი განაცხადა საჩივრების 61,4%-ზე, FlyUIA-მ 48,3%-ზე, KLM-მა – 47,9%-ზე ხოლო Emirates-მა 48,8%-ზე.

AirHelp-ში განმარტავენ, რომ 2019 წელს მგზავრის საჩივრების დაკმაყოფილებაზე ავიაკომპანიებისგან მიღებული უარის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

მაშ ასე, 2019 წლის განმავლობაში ავიაკომპანიების მიერ კომპენსაციებზე უარის თქმის მაჩვენებელი ასეთია: 

1. Tunisair 99,9%,

2. Vueling Airlines – 99,9%,

3. Ernest Airline – 99,9%,

4. Bulgaria Air – 99,9%,

5. Blue Air – 99,8%,

6. Ryanair – 98,4%,

7. Avianca – 97,1%,

8. Air Baltic – 94,6%,

9. Easyjet – 87,3%,

10. Aeroflot – 86,2%,

11. Czech Airlines – 85,8%,

12. Royal Air Maroc – 80,1%,

13. Blue Panorama Airlines – 76,7%,

14. Alitalia – 74,1%,

15. Virgin Atlantic Airways – 73,7%,

16. Air India6 -7,8%,

17. British Airways – 66,6%,

18. Finnair – 65,7%,

19. SAS Scandinavian Airlines – 65,3%,

20. Edelweiss Air – 64%,

21. Volotea – 61,7%,

22. Air Canada – 61,4%,

23. Wizz Air – 61,4%,

24. Swiss – 61,1%,

25. Norwegian – 57,4%,

26. Aer Lingus – 55,4%,

27. Lufthansa -52,7%,

28. Air Europa – 52,4%,

29. Emirates – 48,8%,

30. FlyUIA – 48,3%,

31. KLM Royal Dutch Airlines – 47,9%,

32. Croatia Airlines – 47,3%,

33. Air Serbia – 46,6%,

34. Austrian Airlines – 45,1%,

35. Air Italy – 43,3%,

36. Tap Air Portugal – 40,6%,

37. United Airlines – 40,1%,

38. Qatar Airways – 38%,

39. LOT – 37,8%,

40. Tui Fly – 32,7%,

41. Air France – 31,4%,

42. Condor Flugdienst – 30,6%,

43. Adria Airways – 30,5%,

44. Flybe – 30,5%,

45. Transavia Airlines – 28%,

46. HOP! – 28%,

47. Delta Air Lines – 27,8%,

48. Brussels Airlines – 27,5%,

49. American Airlines – 27,4%,

50. Icelandair – 26,7%,

51. Eurowings – 23,6%.