ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი 2024 წლისთვის Air Astana-ს შემადგენლობიდან უნდა გამოვიდეს, რათა ბაზარზე კონკურენცია გაზარდოს, – მიიჩნევენ ქვეყნის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში (CGA).
„ეს არის უაღრესად კონცენტრირებული ბაზარი, როდესაც კომპანიას (Air Astana) აქვს დომინანტური პოზიცია. ამის საფუძველზე ჩვენ, სააგენტოსთან ერთად (კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტო), წარმოვადგინეთ წინადადება, რომ 2024 წლისთვის FlyArystan-ი უნდა გამოვიდეს Air Astana-ს შემადგენლობიდან“, – თქვა CAA-ს ხელმძღვანელმა ტალგატ ლასტაევმა ოთხშაბათს სენატის კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილეს პრობლემური საკითხები შიდა სამგზავრო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს წინადადება შეტანილია კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოსთან ერთობლივად შემუშავებულ „საგზაო რუკაში“.
“ეს არის კონკურენციის განვითარების გეგმები. ჩვენმა ავიაკომპანიებმა გასულ წელს გადაიყვანეს 11 მილიონი მგზავრი, რომელთაგან 65%-ი მოდის Air Astana-ზე და FlyArystan-ზე, ფაქტობრივად, ერთ კომპანიაზე”, – დასძინა ლასტაევმა.