კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა ქაიროსა და ალექსანდრიას მიმართულებით ავიამიმოსვლა განაახლა.
“მოხარული ვართ გაცნობოთ რომ კატარის ავიახაზები შეასრულებს რეგულარულ რეისებს დოჰადან ქაიროსა და ალექსანდრიის მიმართულებით.
ჩვენს მგზავრებს ელით უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები, როგორც თვითმფრინავის ბორტზე, ასევე ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში.
მგზავრებს რეკომენდაციას ვაძლევთ წინასწარ შეამოწმონ შესაბამისი ქვეყნის მთავრობის მიერ გაცემული მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები”, აცხადებენ Qatar Airways-ში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებგვერდს qatarairways.com/ge.