Qatar Airways-მა ბორტზე უსაფრთხოების წესებზე ახალი ვიდეორგოლი ჩაუშვა, რომელშიც ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობენ და სახუმარო ბრიფინგის სტილში მატის წინ გასახდელში თამაშდება.
მწვრთნელის როლში ბრიტანელი მსახიობი ჯეისონ ტირპი, ხოლო მწვრთნელის ასისტენტის კომიკოსი როს ხატი თამაშობენ, რომლებიც ფეხბურთელებს ასწავლიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნივთების საბარგო თაროებზე მოთავსება, ღვედების შეკვრა და საავარიო გასასვლელების არ ჩახერგვა.
ვიდეორგოლში ბრაზილიური ფეხბურთის ვარსკვლავი კაფუ სხვებს უჩვენებს როგორ გამოიყენონ ჟანგბადის ნიღბები, ხოლო “ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მწვრთნელს ეხმარება სამაშველო ჟილეტის მოხმარების ახსნაში, ხოლო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ნეიმარი ბიზნეს კლასში უსაფრთხოების პრინციპების ახსნაში.
6 წუთიანი ვიდეო 180 Kingsday-მ გადაიღო.
ახალი ვიდეოს ჩვენებას Qatar Airways-ის საჰაერო ხომალდებში მიმდინარე თვიდან დაიწყებენ.