კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი უახლოეს დღეებში მოსკოვის, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის 25%-იანი წილის მფლობელი გახდება. კომპანია გარიგების შესახებ შესაბამის დოკუმენტებს მალე ოფიციალურად გააფორმებს.
„დღეისათვის ჩვენ აქტივების შეფასების ეტაპზე ვართ, ბიზნეს მოდელს უნდა დავაკვირდეთ. აქტივების შეფასების შემდეგ კი დოკუმენტებიც გაფორმებაზე გადავალთ. ეს სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში მოხდება“ განაცხადა Qatar Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა.
Qatar Airways-მა ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის წილის შეძენის სურვილი 2018 წლის მარტში დააფიქსირა, ხოლო აპრილში ავიაკომპანიამ და აეროპორტმა გარიგების განზრახულობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.