Kuwait Airways-ი 28 ერთეულ  Airbus-ს იყიდის. ავიაკომპანიის მენეჯმენტმა ფლოტის მოდერნიზაცია გადაწყვიტა და  მის ფარგლებში ავიაპარკს ახალი თვითმფრინავებით შეავსებს. Kuwait Airways -მა საშუალო და გრძელ მაგისტრალური 8 ერთეული Airbus A330-800 NEO-ს შეძენაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ასევე გაფორმებულია შეთანხმება 5 ერთეულ გრძელ მაგისტრალური Airbus A350-900 NEO-ს და 15  ერთეულ Airbus A320 NEO-ს შეძენაზე.

ახალ თვითმფრინავს ავიაკომპანია 2019 წლის მარტიდან მიიღებს. ექსპერტების შეფასებით გარიგების ღირებულება მინიმუმ 5 მლრდ დოლარია.