ავიაკომპანია Qatar Airways-ი წლის ბოლომდე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის 25%-იანი წილის მფლობელი გახდება. როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, შესყიდვაზე ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება, თუმცა მანამდე ავიაკომპანიასა და აეროპორტის მენეჯმენტს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-მა ვნუკოვოს წილის შეძენაზე ინტერესი 2018 წლის მარტში დააფიქსირა. აპრილში კი მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც Qatar Airways-მა აეროპორტების აქტივების შეფასების პროცესი დაიწყო.
თუ კი მხარეებს შორის გარიგება მართლაც მოხდება, მაშინ ვნუკოვო მოსკოვში პირველი აეროპორტი იქნება, რომლის მეწილეც უცხოური კომპანია იქნება. გარიგების ღირებულება არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 28 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტი წარმოადგენს Gazpromavia-ს, I-Fly-ს, UTair Aviation-ის, Yakutia Airlines-ისა და Pobeda-ს ჰაბს.