კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი საკუთარ ავიაპარკში Airbus A380-ებს, იმაზე ადრე აბრუნებს ვიდრე ამას კომპანიის მენეჯმენტი ვარაუდობდა. ცნობილი ხდება, რომ Qatar Airways-ის “სუპერ ჯამბო” ოპერირებას ნოემბრის დასაწყისიდან შეუდგება.
მინიმუმ ხუთი A380 თვითმფრინავი, როგორც დროებითი ღონისძიება, სამსახურში პირველად დაბრუნდება, რათა დაეხმაროს კომპანიას მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში, იმ ფონზე როდესაც 13 ერთეული Airbus A350 “მიწაზეა”, ფიუზელაჟის ზედაპირთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
Qatar Airways-ის ათივე A380 ცაზე უკვე 2022 წლიდან გამოჩნდება, რადგანაც მზარდი მგზავრთნაკადი უკვე სახეზეა.