ავიაკომპანია Southwest Airlines-მა და Walt Disney World Resort-მა საკუთარი 50 წლის იუბილეს ერთად აღნიშვნა გადაწყვიტეს. ამ მიზნით Southwest Airlines-ის Boeing 737-700 (საბორტე ნომერი N954WN) სპეციალურად Disney-ს პერსონაჟებით გაფორმდა

ექსტერიერის დიზაინის გარდა, შეიცვალა თვითმფრინავის სალონის დიზაინიც: ბარგის თაროები და ილუმინატორის ჩარჩოები სპეციალური პერსონაჟებით მოიხატა. Southwest Airlines-ის თვითმფრინავი Disney-ს პერსონაჟებით ოპერირებას 2022 წლის მარტამდე მოახდენს.