ავიაკომპანია Qatar Airways-ი გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს. მთავარი პრიზი – 1 მილიონი დოლარია. მონაწილეებს ასევე მდიდრული კერძო თვითმფრინავით მოგზაურობის, ან ახალი სპორტული ავტომობილის მოგების შანსი ექნებათ.

ამისთვის მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე ბილეთის დაჯავშნა და მოგზაურობაა აუცილებელი. აქციაში მხოლოდ Privilege Club ან Student Club-ის წევრებს შეეძლებათ. გათამაშებაში 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ, სიაშია საქართველოც. გამარჯვებულები კი 2022 წელს კატარში გამოვლინდება. http://qatarairways.com/win #FlyAndWinQR