კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი მზადაა, საკუთარ ავიაპარკში მყოფი Airbus A380-ის ნახევარი ექსპლუატაციიდან ამოიღოს.

“A380 ეს არის ერთ – ერთი ყველაზე ცუდი თვითმფრინავი, როდესაც საქმე ეხება სათბურის აირების გამოყოფას”, – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა აკბარ ალ ბეიკერმა.

დღეისათვის Qatar Airways-ის პარკში 10 ერთეული A380 ირიცხება, რომელთა ასაკიც 3-დან 7 წლამდეა.

პანდემიის პირობებში ავიაკომპანიას ფრენები არ შეუჩერებია. ის რეისებს ასრულებდა, მაშინ როდესაც სხვა ავიაგადამზიდავებმა ოპერირება დროებით გააჩერეს. ამ ფონზე კი Qatar Airways-ი რამდენიმე ბაზარზე  ყველაზე მსხვილი მოთამაშე გახდა.