კატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად, Qatar Airways-მა ეროვნული დროშის ფერებით და 2022 FIFA World Cup-ის სიმბოლიკით პირველი თვითმფრინავი მოხატა.

Boeing 777-ის ფუჟელაჟის ნაწილი იასამნისფრად გადაიღება, რომელზედაც დატანილია წარწერა FIFA WORLD CUP Qatar 2022.

რაც შეეხება ძრავებს, მათზე ბურთი და ავიაკომპანიის ემბლემაა გამოსახული.

ახალი შეფერილობის თვითმფრინავმა პირველი რეისი დოჰა-ციურიხი-დოჰას საჰაერო ხაზზე განახორციელა. 

Qatar Airways-ში განმარტეს, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი ამ მიმართულებაზე სპეციალურად გაუშვეს, რათა ხაზი გაესვათ ფიფასთან პარტნიორობაზე, რომლის შტაბ-ბინაც სწორედ ციურიხში მდებარეობს. 

Qatar Airways-ი უახლოეს ხანებში კიდევ რამდენიმე საჰაერო ხომალდს შეუცვლის შეფერილობას. ეს კი საშუალებას მისცემს ავიაკომპანიას, ერთი მხრივ, თავი ჩემპიონატის პარტნიორად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მომავალი საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

უახლოეს ხანებში Qatar Airways-ი პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად სპეციალურ პაკეტებსაც შექმნის, რომელიც მორგებული იქნება იმ ადამიანებზე, რომელთაც კატარში ტურისტად ჩასვლა და ასევე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე დასწრება სურთ.