მგზავრმა COVID-19-ის უარყოფითი ტესტით მგზავრობისას სხვა მგზავრებიც დააინფიცირა, წერს New York Post-ი ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით. როგორც ირკვევა დაინფიცირების შემთხვევა, სექტემბერში, 18 საათიანი ხანგრძლივობის რეისზე დაფიქსირდა. მგზავრმა ტესტი PCR მეთოდით ჩაიტარა და პასუხი “ნეგაიტივის” დაფიქსირების შემდეგ იმგზავრა. 

მგზავრობისას კი მან ინფექცია კიდევ 4 მგზავრს გადასდო, რომლებიც პირბადით მგზავრობდნენ. სპეციალისტებმა ფაქტი შეისწავლეს, თუმცა ვერ დაადგინეს, რა მომენტში მოხდა დაინფიცირება.

ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ექიმები ასკვნიან, რომ ერთი შემთხვევაც საკმარისია იმისთვის, რომ ითქვას: მგზავრობის დროს დაინფიცირების რისკი მაღალია.