კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი 1 თვიან ფასდაკლების აქციას აანონსებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 14 ივლისამდე ძალაშია ავიაბილეთებზე 25%-იანი აქცია, რომლის ფარგლებშიც მოგზაურობა 31 დეკემბრამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს. Qatar Airways-ი მგზავრებს 130-ზე მეტ ქალაქში უსაფრთხოდ მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს.
“ჩვენი რეკომენდაცია არის ყველა მგზავრმა თავად გადაამოწმოს ქვეყანაში შესვლის წესები და ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და მოთხოვნები. შესაბამისი ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ჩვენს ბმულზე“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.