უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ოპერირებას წყვეტს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს 19 ივნისიდან შეაჩერებს.

ავიაკომპანია ამცირებს ასევე ფრენებს ხაროვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებაზეც. 17 ივნისიდან SkyUp Airlines-ი ​ ხარკოვსა და თბილისს შორის რეისებს 2-ის ნაცვლად 1 სიხშირით (ყოველ ხუთშაბათს) შეასრულებს. რეისების გაუქმების და შემცირების მიზეზი კი ნაკლები დატვირთულობაა, რაც ამ მარშუტებზე ავიაკომპანიის ოპერირებას არარენტაბელურს ხდის. ნაკლები დატვირთვა კი არავაქცინირებული უცხოელი ტურისტებისათვის, მათ შორის უკრაინელებისათვის ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღე PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება, რაც ტურისტს ხარჯებს საკმაოდ უზრდის. ამ ფონზე კი მათთვის მისაღები სხვა მიმართულებები ხდება, სადაც მესამე დღეს PCR ტესტის მოთხოვნა არ არსებობს. 

რაც შეეხება უკრაინის ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს, სიხშირეების რაოდენობა ამ ეტაპისათვის უცვლელი რჩება.