ავიაკომპანია Qatar Airways Cargo-მ სატვირთო რეისების განხორციელება დაიწყო, რომელიც მხოლოდ 9 წუთს გრძელდება. ავიაკომპანია ფრენებს მაასტრიხტიდან ლიეჟის მიმართულებით ასრულებს. აეროპორტებს შორის მანძილი 38 კმ-ია და ამ ფონზე სატვირთო რეისი 9 წუთს გრძელდება.

ბელგიური მედია ვარაუდობს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მცირე ხნიანი სატვირთო რეისია. აღნიშნულ მიმართულებაზე Qatar Airways Cargo ოპერირებას Boeing 777F-ის საჰაერო ხომალდით ახდენს.