Georgian Airways-ი პერიოდულობით, რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აუქმებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, Georgian Airways-გან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • თბილისი-ბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
  • თბილისი-ბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
  • თბილისი-ბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
  • თბილისი-პრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;
  • თბილისი-ლონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;
  • თბილისი-ბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;
  • თბილისი-კიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციითვე, Georgian Airways-ის ფრენების განრიგი 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისათვის ასე გამოიყურება:

  • თბილისი – ამსტერდამი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ვენა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ბოლონია – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ბარსელონა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ბერლინი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ბრიუსელი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – პარიზი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – თელ ავივი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 12 სიხშირით;
  • თბილისი – პრაღა – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – ლონდონი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით;
  • თბილისი – კიევი – თბილისი – რეგულარული ფრენები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით (2018-19 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს ასრულებდა კვირაში 6 სიხშირით);