იტალიური გამოცემა Spazionapoli ხვიჩა კვარაცხელიასა და ნაპოლის თამაშზე საქართველოდან ჩასულ ქომაგებზე წერს.

ნაპოლიმ დაიმატა ნამდვილი გამოცანა, რომელმაც ნეაპოლელებს სკუდეტოს მოგების საშუალება მისცა.

ის გასულ სეზონში ყველასთვის სიურპრიზი იყო. კვარაცხელიას დამსახურებით უნებლიედ შეიქმნა ვირტუალური ხიდი საქართველოსა და ნეაპოლს შორის.

საქართველოს დროშა და მაისური კაპოდიჩინოში – რამდენიმე საათის წინ აეროპორტში ქართველმა მფრინავმა კაბინიდან დროშა და კვარაცხელიას მაისური გამოფინა. ეს არის ჟესტი, რომელიც მოწმობს ხვიჩასა და ლურჯი ფერების მიმართ ქართველების სიყვარულს!”, აღნიშნულია სტატიაში.

თბილისიდან ნაპოლის თამაშებისთვის ჩარტერულ ავიარეისებს CROCO Airways-ის გეგმავს, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობს. ამჯერად რეისი Georgian Airways-ის ბორტმა შეასრულა, რომლის პილოტმაც  საქართველოს დროშა აფრიალა და შესაბამისად იტალიური მედიის ყურადღების ეპიცენტრშიც მოექცა.

ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები კი AviaNews-ს Georgian Airways-ის ბორტგამცილებელმა ნინო მწითურმა მიაწოდა.