სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფი Boeing 737-ები საჰაერო ხომალდების ვარგისობის, სავალდებულო, შემოწმებას დადგენილ ვადებში ჩვეულებრივად გაივლიან, თუმცა მანამდე, მათი ვადამდელი შემოწმება დღისწესრიგში არ დგას.
როგორც ცნობილია, Boeing 737-ს ახალი დეფექტი აღმოუჩინეს, რის გამოც მწარმოებელმა და აშშ-ს შესაბამისმა უწყებებმა ამ მოდელის საჰაერო ხომალდების შემოწმება დაიწყეს.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განუცხადეს, საჰაერო ხომალდების ვარგისობის დირექტივა, რომელიც გაავრცელა აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ეხება Boeing 737 Next Gen მოდელებს, რომლებსაც დაგროვილი აქვს გარკვეული ფრენის საათები.
“ამ ტიპის საჰაერო ხომალდები ირიცხება საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (Georgian Airways-ს – ორი ერთეული და Myway Airlines – ორი ერთეული), თუმცა აღნიშნულ ხომალდებს დირექტივით განსაზღვრული შემოწმება უწევთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც დაუგროვდებათ შესაბამისი ფრენის ციკლი, კერძოდ, თვითმფრინავებს 3 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაუგროვდეთ 1000 ფრენის ციკლი. შესაბამისად, ავიაკომპანიები სავალდებულო შემოწმებას შეასრულებენ დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო ზედამხედველობას სამუშაოების შესრულებაზე განახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
საჰაერო ხომალდების ვარგისობის დირექტივები ეგზავნება ყველა ავიაკომპანიას, რომლის ექსპლუატაციაშიც იმყოფება შესაბამისი საჰაერო ხომალდის ტიპი და ასევე ყველა სახელმწიფოს რომლის რეესტრშიც ირიცხება შესაბამისი საჰაერო ხომალდი”, განმარტავენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Boeing-მა Boeing 737 Next Generation მოდელის საჰაერო ხომალდებში ფიუზელაჟთან ფრთის სამაგრში, ხარვეზი აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად USA today-მ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე (FAA) დაყრდნობით გაავრცელა.
ხარვეზი შემოწმებული 686 თვითმფრინავიდან 36-ს დაუფიქსირდა. FAA- ს მონაცემებით, ბზარმა დეტალში, რომელსაც “კიტრის ჩანგალი” ეწოდება,