თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი თბილისი-სტამბოლის ავიაბილეთებზე აქციას აცხადებს. ბილეთების შეძენა 22 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, მოგზაურობის პერიოდი კი 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 30 მარტის პერიოდს მოიცავს.

აქცია ვრცელდება ეკონომკლასის ორმხრივ ბილეთებზე. ბილეთების ფასი 109 ევროდან იწყება და ფასში შედის აეროპორტის მოსაკრებელი და სხვა გადასახადები.

აქციის პერიოდში ბილეთების დაბრუნება და ჯავშნის ცვლილებები არ ვრცელდება. აქციის პერიოდში ავიაბილეთების რაოდენობა ლიმიტირებულია.