ქართულ ავიაკომპანიებს უჭირთ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან კონკურენცია, თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ღია ბაზარია, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლად დანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე. მისი განმარტებით, მომავალი კვირიდან ახალი სტატუსით დაიწყებს ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა ბიზნესის ხმა უკეთ გაიგოს და უშუალოდ მათგან მოისმინოს თუ რა საჭიროებები უდგას ავიაბიზნესს და როგორ შეიძლება ამ საჭიროებების დაკმაყოფილება.
„ჩვენ ICAO-ს პრინციპები და ჩიკაგოს კონვენცია გვავალდებულებს, რომ ყველა ავიაკომპანიისთვის იყოს თანაბარი პირობები და პირობითად ის, რომ კონკრეტულად, რომელიმე კონკრეტული ავიაკომპანია პრეფერენციებით სარგებლობს აქ ცალსახად დაცულია პრინციპი, რომ ნებისმიერ ავიაკომპანია პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლია მიიღოს ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენ პირობითად, რომელიმე ავიაკომპანიას ვანიჭებთ“, – აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.