რამდენიმე ათასი სამგზავრო ფრენა გაუქმდა აშშ-ში ქარიშხალ „იანის“ გამო, რომელიც ერთ-ერთ უძლიერეს შტორმად შეფასდა და ფლორიდას დაატყდა. სახიფათო ქარიშხლის სიძლიერე მე-5 კატეგორიის შტორმისას მიუახლოვდა.
ჯამში 5 ათასამდე სამგზავრო ფრენა გაუქმდა აშშ-ის აეროპორტებში და ეს რიცხვი მოიცავს, როგორც გამგზავრებას, ისე ჩამოფრენას.
აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ტროპიკული შტორმის ძალის ქარიშხალი ფლორიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჯორჯიასა და კაროლინასა სანაპიროებზეც გავრცელდება. ქარიშხალმა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა აშშ-ის არაერთი აეროპორტის ოპერაციები. ორლანდოს, სარასოტა-ბრადენტონის, მელბურნის, დეიტონ-ბიჩის, ნეპლის, სენტ პიტერსბურგის და ტემპას აეროპორტებში ფრენები დროებით სრულად შეჩერდა.
„სანაპიროზე წყლის დონე ისევ მაღალია. არსებობს საფრთხე, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფლორიდაში, ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში გავრცელდება. ამ ტერიტორიის მცხოვრებლებმა უნდა იმოქმედონ ადგგილობრივი ხელისუფლების რჩევების შესაბამისად“, – ნათქვამია აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
აშშ-იში კომერციული ავიაციის კუთხით ფლორიდა სიდიდით მეორე ბაზარია, სადაც 130 საჯარო და 20 კომერციული აეროპორტი ფუნქციონირებს.