TUI fly-მ დააანონსა, რომ ოქტომბრიდან, ცალკეულ ფრენებს ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტის ნაცვლად ბელგიიდან, ბრიუსელის ეროვნული აეროპორტიდან შეასრულებს. ამის მიზეზად ნიდერლანდების აეროპორტში კადრების შემცირება დასახელდა. ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, 10-დამ 31 ოქტომბრამდე პერიოდში ტენერიფეს, კოს ჰიპოკრატესის, პალმა დე მალიორკას, ჰერაკლიონისა და ბანჯულის მიმართულებით სრულდება. დაზარალებულ მგზავრებს ცვლილების შესახებ უახლოეს პერიოდში ეცნობებათ.
ბრიუსელის აეროპორტში გადამისამართებულ ფრენებს TUI fly(ბელგია) ან SmartLynx Airlines-ი შეასრულებენ. ავიაკომპანიამ აღნიშნა, რომ განიხილებოდა ავიარეისების ნიდერლანდების სხვა აეროპორტიდან შესრულება, თუმცა ხელმისაწვდომი სლოტები არ აღმოჩნდა