ავსტრალიური ავიაგადამზიდავი Qantas-ი აქცენტს Airbus A320neo-სა და Airbus A220-ზე აკეთებს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით ავიაკომპანია 134 საჰაერო ხომალდს დაიმატებს, საიდანაც 40 ერთეულზე მყარი შეკვეთა უკვე არსებობს, ხოლო დარჩენილ 94 თვითმფრინავის მოწოდება 10 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს.
Airbus-სა და Qantas-ს შორის გაფორმებული მყარი შეკვეთის ხელშეკრულება მოიცავს: 20 ერთეულ Airbus A321XLR და 20 ერთეულ A220-300. მოსალოდნელია, რომ Airbus-თან კონტრაქტები 2022 წლის ფისკალური ბოლოსთვის (30 ივნისი) კიდევ უფრო გაფართოვდება.