ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან საევაკუაციო რეისები განახლდა. საუბარია დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციაზე, რომლებიც აეროპორტის დაკეტვის გამო ავღანეთის დატოვებას ვერ ახერხებდნენ.
იმისათვის, რომ ფრენები უსაფრთხოდ განხორციელდეს, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაწმენდილია.
შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით მოქალაქე მიაწყდა. შექმნილი ქაოსის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე, რომელიც თვითმფრინავს გარედან იყო ჩაჭიდებული, აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდა.