რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.
პუტინი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.