უკრაინის ავიაბაზარზე, პუნქტუალურობის რეიტინგში Georgian Airways-ი ისევ ჩამოქვეითდა. ავიაკომპანია, რომელიც 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით დროულად განხორციელებული ავიარესების რეიტინგში ნომერ პირველ ნომრად იყო განთესილი დეკემბრის რეიტინგში საკმაოდ უკან დაიხია.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, პუნქტუალური საერთაშორისო ავიაკომპანიების ჩამონათვალს Air Arabia და Air Malta ლიდერობენ, რომელთა რეისების 100%-ი დროის სრული დაცვით განახორციელეს. მეორე ადგილზე კი Czech Airlines-ია, რომელმაც დეკემბერში ავიარესების 95.5%-ი განახორციელა დროულად. რეიტინგში მესამე პოზიციას Alitalia “ამაგრებს”, დროულად შესრულებული ავიარეისების 95.2%-იანი მაჩვენებლით.
Georgian Airways-ი, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს, უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად მოწინავე პოზიციაზეა.