ბევრმა არ იცის, რომ ისრაელი საკუთარ მგზავრებს იცავს, როგორც აეროპორტებში ასევე ჰაერშიც. 2002 წელს კენიაში თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობა იყო. სამაგიეროდ მცდელობა უშედეგო იყო. ამის შემდეგ ისრაელელმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ თვითმფრინავებისთვის თავდაცვის მექანიზმები შეექმნათ. 

2 წლის შემდეგ თავდაცვის უწყებამ Israel Military Industries-მა პირველმა წარმოადგინა “საჰაერო თავდაცვა”. 

2004 წლის ზაფხულში ჩატარდა საჰაერო თავდაცვის კომპლექსის პირველი გამოცდები, რამაც მაღალი შედეგი აჩვენა.

“საჰაერო თავდაცვა” წარმოადგენს “ყუთს სავსე ელექტრონიკით”, რომელიც თვითმფრინავის ზედაპირზე მონტაჟდება. 

კამერები, რადარები, კომპიუტერები, ძლიერი ლაზერული სისტემა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ქმნის “უსაფრთხოების ყუთს”.

ცხადია ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია და სისტემის მოქმედების მექანიზმი თავად პილოტებმაც არ იციან. სისტემა მოქმედებს დამოუკიდებლად, რადგანაც ის ავტომატიზირებულია.