პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გრძელდება. სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ლოტის საწყისი ღირებულება კი 370 ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.
პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 20 ობიექტი, საიდანაც ბიუჯეტმა 57 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის ინვესტორები 120 მილიონ ლარზე მეტს განახორციელებენ და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან.