დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამს სურს, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს საკუთარ ხალხს დაეხმაროს და სანიტარულ ავიაციას დაუბრუნდეს. უილიამმა სამსახური 2017 წელს მიატოვა, რათა სამეფო სახლის მოვალეობები ჯეროვნად შეესრულებინა.
უილიამი საჰაერო სასწრაფოს პილოტად 2009 წლიდან მუშაობდა. კემბრიჯის ჰერცოგი ნორფოლკში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის ვერტმფრენის პილოტი იყო. ფონდი დაშავებული და ავადმყოფი ადამიანების ტრანსპორტირებას ნორფოლკის, სუფოლკის, კემბრიჯშირის და ბედფორდშირის საზღვრებში უზრუნველყოფდა.
მას შემდეგ, რაც ლონდონში COVID-19-ით მისი მამა, 71 წლის პრინცი ჩარლზი დაინფიცირდა, უილიამმა გადაწყვიტა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში პილოტის თანამდებობაზე იმუშაოს.
როგორც The Sun-ი წერს, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და ჰერცოგინია ქეით მიდლტონი პანდემიის გამო შეშფოთებულნი არიან. ელიზაბედ II-ის შვილიშვილს სურს ხალხს დაეხმაროს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წილი შეიტანოს.