მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე Turkish Airlines-მა ოპერირება რამდენიმე კვირით შეაჩერა,Turkish Cargo მუშაობას ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

აპრილში, კვირის განმავლობაში Turkish Cargo საკუთარი ავიაპარკით კვირაში 155 სატვირთო რეისს განახორციელებს, ხოლო 60 რეისის შესრულებას სტამბოლიდან სამგზავრო თვითმფრინავებით უზრუნველყოფს.

Turkish Airlines-ში განმარტავენ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია შეჩერებულია. ამ ფონზე ავიაკომპანიამ სამგზავრო ავიარეისების შესრულება შეაჩერა (1-ელ მაისამდე საერთაშორისო ფრენები, ხოლო 20 აპრილამდე შიდა რეისები), ხოლო Turkish Cargo გეოგრაფიული უპირატესობის, ძლიერი ფლოტისა და ეფექტური ზრდის სტრატეგიის წყალობით ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

კომპანიას საკუთარი წვლილი შეაქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ძირითადად სამედიცინო პროდუქციის ტრანსპორტირებას ეწევა. 

Turkish Cargo-ს ავიაპარკი დღეისათვის 25 სატვირთო თვითმფრინავს აერთიანებს, ხოლო მეტი დატვირთულობისთვის კომპანია Turkish Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავებსაც აქტიურად იყენებს.

https://www.facebook.com/HavaSosyalMedya/videos/3717142091692320/