საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს, ოგუსტინ დე რომანეს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
საუბრისას პრეზიდენტმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, რომელიც TAV Airports-ის მთავარ აქციონერს წარმოადგენს, უცხოელი ტურისტების მიმოსვლისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა.
ADP Group – ფრანგული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც TAV Airports- ის მთავარი აქციონერია და იგი თავის მხრივ, TAV Georgia- ს სახელით ოპერირებას უწევს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.