პრაღის აეროპორტში სწრაფი კვების ობიექტმა KFC-მ, სასტუმრო AeroRooms-მა და ბიზნეს-დარბაზმა მუშაობა განაახლა.

კვების ობიექტი 09:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს და ყველა მსურველს ემსახურება, ხოლო ბიზნეს-დარბაზით ან სასტუმროთი სარგებლობისათვის წინასწარი ჯავშანია საჭირო.

პრაღის აეროპორტმა მუშაობა ფრენების განახლებასთან ერთად დაიწყო. აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ფრენები უკვე ხელმისაწვდომია. 

ამ დროისათვის პრაღის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას შემდეგი ავიაკომპანიები ახდენენ: Belavia, Bulgaria Air, Czech Airlines, KLM, Eurowings, Lufthansa, Air France, Swiss და Finnair.