2021 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 3,21%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 29,17%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 411,107 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში კი 11 056,577 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა მხოლოდ 3,21%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის 8 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 8 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 29,17%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 8 თვეში აეროპორტმა 16 110,775 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.