პორტუგალიური ეროვნული ავიაგადამზიდავი TAP Portugal, რომელიც პრივატიზაციისთვის ემზადება, მომგებიანობას 2022 წელს დაუბრუნდა. 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 65,6 მილიონი ევრო შეადგინა. ავიაკომპანიამ 2021 წელი 1,6 მილიარდი ევროს ზარალით დაასრულა.

TAP-ის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება მიღწეული იქნა ბრუნვის მკვეთრი ზრდის ფონზე: ავიაკომპანიის შემოსავლები (3,49 მილიარდი ევრო) გაორმაგდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით და 2019 წლის წინაკრიზისულ დონესაც კი (6%-ით) გადაუსწრო. ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს რეგიონში საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნის ძლიერ აღდგენაზე, ასევე ავიაკომპანიის ეფექტურობის ზრდაზე.

2022 წელს ავიაკომპანიის სამგზავრო ტრაფიკი გაორმაგდა წინა წელთან შედარებით და 13,8 მილიონ მგზავრს მიაღწია, რაც 2019 წლის დონის 80%-ს შეადგენდა. ავიაკომპანიამ თავისი სიმძლავრის 79%-ი გამოიყენა, საშუალო წლიური დატვირთვის კოეფიციენტი კი 80% იყო, მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლები 2019 წელს, ხოლო ივლისიდან წლის ბოლომდე დატვირთვის კოეფიციენტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმავე თვეებში 2019 წელს.

EBITDA-ს(მოგება გადასახადამდე, პროცენტი, ცვეთა და ამორტიზაცია) მაჩვენებელმა 268 მილიონი ევრო შეადგინა, მათ შორის თითქმის 20 მილიონი ევრო არაგანმეორებადი შემოსავლიდან.