რუსული “ლოუკოსტერი” Pobeda პერმიდან თბილისის მიმართულებით სიხშირეების ზრდას გეგმავს. ავიაკომპანიამ შესაბამისი თხოვნით “როსავიაციას” უკვე მიმართა და პერმი-თბილისი-პერმის მარშრუტზე კვირაში 5 სიხშირით ფრენა მოითხოვა.
ამ დროისათვის Pobeda პერმიდან თბილისის მიმართულებით 3 სიხშირით დაფრინავს და “როსავიაციიდან” უკვე მიღებული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველო პერმის მაცხოვრებლებისათვის საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა და შესაბამისად მოთხოვნაც მაღალია. ავიაბილეთების გაყიდვების სოლიდური ზრდა დაფიქსირდა მაისის დღესასწაულებისათვის.