რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი სანკტ-პეტერბურგიდანყაზანიდანეკატერინბურგიდან და პერმიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ვეღარ განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საუბარია რეისების 1-ელ ნოემბრამდე შეჩერებაზე. აღნიშნულის მიზეზად კი Pobeda Airlines-თვის საქართველოს საავიაციო ხელისუფლებიდან ფრენებზე უარი სახელდება. ავიაკომპანიამ თბილისის აეროპორტთან სლოტების შეთანხმების შემდეგ საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყო. ამ დროისათვის ჯავშანი გაკეთებულია 17 ათასზე მეტ ბილეთზე.

იმავდროულად კი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებიდან, თბილისიდან რუსეთის იმ რეგიონების მიმართულებით, სადაც Pobeda Airlines-ი არ იყო დაშვებული, ფრენების უფლება მიიღო.

Pobeda Airlines-ში განმარტავენ, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო კლიენტების გაფრთხილების პროცედურა  და თანხების უკან სრულად დაბრუნება.

პერმიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 29 ოქტომბერს იყო დანიშნული.

რუსეთსა და საქართველოს შორის რეგურალური რეისები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა და 2014 წლის სექტემბრიდან განახლდა.

ორ ქვეყანას შორის სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი, Aeroflot-ი, Pebeda, S7 Airlines-ი, Ural Airways-ი  და Nordavia-Regional Airlines-ი.