ბრაზილიურმა ავიამშენებელმა კომპანია Embraer-მა, მესამე კვარტალში, კომერციული თვითმფრინავების მიწოდება 40%-ით შეამცირა

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით კომპანიამ კლიენტებს 15 თვითმფრინავია მიაწოდა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში Embraer-მა დამკვეთებს 25 თვითმფრინავი გადასცა.

როგორც ირკვევა Embraer-ის პორტფელიოდან ყველაზე დიდი მოთხოვნა E175-ზეა. მესამე კვარტალში კი 15 თვითმფრინავიდან 13 სწორედ E175 იყო, რაც 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

იმავდროულად თითქმის 2-ჯერაა შემცირებული E190 მოდელის თვითმფრინავების მიწოდებაც.

შეგახსენებთ, რომ Embraer-ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა Boeing-თან კომერციული პროგრამების მიყიდვაზე. ცნობილია, რომ 2019 წელს შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომლის 80%-იც ამერიკული კორპორაციის საკუთრება იქნება. შესაბამისად სამომავლოდ Embraer-ის თვითმფრინავები Boeing-ის ხაზით აიწყობა.

აღსანიშნავია, რომ განვითარების მსგავს მოდელს მიმართა ადრე კანადურმა Bombardier-მაც, რომელმაც საკუთარი Cseries-ი ევროპულ  Airbus-ს მიჰყიდა.