Pobeda Airlines-ი შესაძლოა აუქციონზე გაიყიდოს. როგორც ირკვევა ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შესაძლოა Aeroflot-ის ჯგუფს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის “მოშორება” აიძულოს.
ანტიმონოპოლიური უწყება მიიჩნევს, რომ Pobeda Airlines-ი სამართლიანი თამაშის წესებით არ მუშაობს. აქცენტი კეთდება საერთაშორისო ფრენებზე, რომლებიც თავის მხრივ ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვს. ხოლო შიდა რეისები თანდათან უფრო მცირდება, ეს იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანიის მიზანი იყო შიდა ფრენებზე ორიენტირებულობა.
ანტიმონოპოლიურ უწყებაში მიაჩნიათ, რომ Aeroflot-ი საკუთარ გაცხადებულ პოლიტიკას ჯეროვნად ვერ ატარებს და მხოლოდ საერთაშორისო ფრენებზე აქცენტის გაკეთება საჭირო არ არის.
თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Pobeda Airlines-ი მხოლოდ საერთაშორისო რეისების განვითარებაზე არ არის ორიენტირებული.
მათი აზრით, ჩინოვნიკების მიერ ავიაბაზარზე ყურადღების გამახვილება მას შემდეგ მოხდა, რაც ამ სეგმენტში რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის და ზოგადად Aeroflot-ის ჯგუფის წილი მაქსიმალურად გაიზარდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ Pobeda Airlines-ის ჩამოშორება სავალდებულო არ არის, ამისათვის Aeroflot-ის ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Rossiya Airlines-ი ჩარტერული ავიარეისების სეგმენტში გადავიდეს, რაც საბოლოოდ ბაზარზე Aeroflot-ის წილს შეამცირებს.