30 ოქტომბრიდან Pobeda Airlines-ი ეკატერინბურგიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების დაწყებას აანონსებს. ავიაკომპანია რეისებს კვირაში 4-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას განახორციელებს.

თბილისი (TBS) – ეკატერინბურგი (SVX) (00:50-05:15),

ეკატერინბურგი (SVX) – თბილისი (TBS) (06:05-08:25),

ქალაქებს შორის ფრენის ხანგრძლივობა 3:20 საათია და რეისები Boeing 737-800-ით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 3200 რუბლიდანაა და ის მხოლოდ7 კგ-ს მოცულობის ხელბარგს მოიცავს.