Lion Air-ის ლაინერი ჯაკარტადან კუნძულ სუმატრას მიმართულებით ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი აფრენიდან 13 წუთში, მოულოდნელად, რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ დასავლეთ იავას კუნძულების წყლებში თვითმფრინავის ნარჩენები იპოვეს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 181 მგზავრი იმყოფებოდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ Boeing 737 MAX-ის პილოტები საკმაოდ გამოცდილები იყვნენ. კაპიტანს 6 ათას საათზე მეტი ჰქონდა ნაფრენი, ხოლო მეორე პილოტს 5 ათას საათზე მეტი.

კომპანია Boeing-ში კი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ კატასტროფის მიზეზების კვლევაში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და გამოძიებას ტექნიკური დახმარება გაუწიოს.