2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცის 91%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2023 წლის სამ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის 42 484-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 91,33%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით, 193,05%-ით მეტი 2021 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და ასევე 33,76%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან. ხოლო 28,03%-ით მეტი ვიდრე 2019 წლის იანვარ-მარტში დაფიქსირებული გადაფრენები.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 33 183 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის იანვარ-მარტში 31 761 გადაფრენა, 2021 წლის იანვარ-მარტში 14 497 გადაფრენა და 2022 წლის იანვარ-მარტში 22 205 გადაფრენა.