პილოტებს შესაძლოა ჩამოერთვათ ამერიკული და ევროპული ლიცენზია რუსული ავიაკომპანიების სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენისთვის. ამის შესახებ გაფრთხილება ავსტრიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა გააკეთა.
მათ განაცხადეს, რომ იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რომელიც დაკავშირებულია ფრენების ექსპლუატაციასთან ან სანქციებს დაქვემდებარებული თვითმფრინავების ფრენისუნარიანობის შენარჩუნებასთან, რომლებიც არ უბრუნდება მათ კანონიერ მფლობელებს, საავიაციო პერსონალს შეიძლება შეუჩერდეს აშშ-ს (FAA) ან ევროპული (EASA) ავიარეგულატორის მიერ გაცემული ლიცენზია. ეს შეზღუდვები ვრცელდება პილოტისა და ტექნიკოსის მოქალაქეობის მიუხედავად.