პილოტების გაფიცვა ავიაკომპანია SAS-ს (Scandinavian Airlines) 68 მლნ დოლარი დაუჯდა. როგორც უცხოური მედია წერს,  ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში პილოტების გაფიცვის გამო სკანდინავიურმა ავიაკომპანია SAS-მა 650 მლნ შვედური კრონის (68 მლნ დოლარი) ფინანსური ზარალი განიცადა. გაფიცვებს ადგილი აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ჰქონდა და შედეგად 4 ათასი რეისი გადაიდო, რაც 370 ათას მგზავრს შეეხო.

მეორე კვარტალში ავიაკომპანიის ზარალმა 1.2 მლრდ კრონა (126 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა 10.2 მლრდ კრონა (1.06 მლრდ დოლარი).

პილოტების გაფიცვის გარდა, SAS-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე გავლენა იქონია ასევე საწვავის ფასის ზრდამ და კრონას შესუსტებამ.